მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის შექმნა წარმოადგენდა ერასმუს + პროექტ "PESTUGE-ს" ერთ-ერთ მიზანს. კონსორციუმის პარტნიორებს შორის კავკასიის უნივერსიტეტმა გამოთქვა მზადყოფნა ინსტიტუტი განთავსებულიყო მის ბაზაზე და უზრუნველეყო ის სივრცითა და საჭირო მხარდაჭერით.
ინსტიტუტი დაარსდა პროექტის ფარგლებში და მისი საჯარო პრეზენტაცია შედგა თბილისის მშვიდობის საერთაშორისო კონფერენციაზე, 2018 წელს.